გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-03-17
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ყაზახეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა და სამსახურის სამართლებრივი საკითხების სპეციალისტმა - თამარ ვარდიამ დამსწრე აუდიტორიას სამსახურის მანდატის, ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკა გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.